თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ჩემპიონატის მორიგ მატჩში „რეჯო ემილიას“ უმასპინძლა და მოუგო – 69:45.
ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთი ითამაშა, 14 ქულა ჩააგდო (ყველა 2-ქულიანი) და კიდევ ორ თანაგუნდელთან ერთად თანაბომბარდირი გახდა.
გარდა ამისა, თოკოს ანგარიშზეა 7 მოხსნა და 3 პასი.
„ვირტუსს“ 17 მოგება აქვს და ჩემპიონატში თანალიდერია, „ტრაპანისა“ და „ბრეშასთან“ პირველ სამ ადგილს ინაწილებს.
GIPHY App Key not set. Please check settings