in

შენგელიას 12 ქულა და ვირტუსის ზედიზედ მეორე გამარჯვება

თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ბოლონიაში თელ-ავივის “მაკაბის” უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 78:73 დაამარცხა. ეს გახლდათ ევროლიგის მე-14 ტურის შეხვედრა, სადაც ბოლონიელებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვე სდა პლეი ოფში გასასვლელ ბრძოლაში არიან.

შენგელიამ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 27:46 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.

ვირტუსში შენგელიაზე მეტი დანიელ ჰეკეტმა (15 ქულა) და მილოშ ტეოდოშიჩმა (15) მოაგროვეს, ხოლო მაკაბიში ლორენცო ბრაუნი გამოირჩა 18 ქულით. აღსანიშნავია, რომ თამაში ვეტერანი სერბი ფეხბურთელის, სინიშა მიხაილოვიჩის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილი დაიწყო. მიხაილოვიჩი ბოლო 3 წელი სწორედ ბოლონიაში მუშაობდა.

14 ტურის შემდეგ 6 მოგებით და 8 წაგებით “ვირტუს ბოლონია” მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩში, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება, “ვირტუსი” შენგელიას ყოფილ გუნდს, “ბასკონიას” ესპანეთში დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“ალ ნასრის” პრეზიდენტი: რონალდუ? წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მესაუბრებით

ვიდეო: ლაშა ტალახაძე ისევ მსოფლიო ჩემპიონია – მეექვსედ