in

შენგელიას 10 ქულა და ბარსელონას მარცხი ვალენსიაში

ესპანეთის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძის გუნდებმა. შენგელიას “ბარსელონა” პირველ ტურში სტუმრად შეხვდა “ვალენსიას” და 12 ქულით დამარცხდა. ვალენსიელებმა პირველი პერიოდი 24:15 მოიგეს, მეორეში ლიდერობა 13 ქულამდე გაზარდეს, საბოლოოდ კი 93:81 იმარჯვეს.

შენგელია, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად შენგელიამ 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. კატალონიელთაგან საუკეთესო შედეგი ვილ კლაიბერნს ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მოგროვა.

მეორე ტურში, 12 ოქტომბერს ბარსელონა “ლეიდას” უმასპინძლებს.

პირველ ტურში საშინაო მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “გრანადამ”, რომელმაც “ხუვენტუდს” უმასპინძლა და 75:87 წააგო. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 9:30 წუთით გამოჩნდა. ბურჯანაძემ 2 საჯარიმო, 1 სამქულიანი და 1-იც ორიანი ააცილა. მან შეხვედრა უქულოდ, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.

წააგო ბასკონიამაც, რომლის განაცხადშიც 17 წლის მათე ხატიაშვილია, თუმცა სარაგოსასთან მატჩში მათე 12 კაცში ვერ მოხვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთადერთი პოზიტივი მამარდაშვილი იყო: გულშემატკივრებს ქართველი მეკარე მოეწონათ

ქოჩორა შეცვლაზე შევიდა, სპორტინგმა ქულები დაკარგა