თორნიკე შენგელიას ვირტუსმა მეორე ბოლონიურ მატჩშიც დაამარცხა ბრინდიზი და იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ბოლონიელთა ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებასი სოლიდური წილი დაიდო – შენგელიამ 22 წუთში 16 ქულა მოაგროვა და ვირტუსს იმ ბარიერის გადალახვაში დაეხმარა, რომელიც ბრინდისმა მატჩის შუაწელში ვირტუსს მოუწყო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა – 109:95.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვირტუსის სასტარტო ხუთეულში იყო, მან 22 წუთი ითამაშა და გუნდს 16 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე გუნდში უმეტესი – 8 მოხსნა და 3 პასიც დაგროვდა. იშვიათი შედეგი დააფიქსირა თორნიკემ, რომელმაც 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. გუნდის სხვა ლიდერების შედეგი ასეთია: ბელინელი (18), მიკი (17) და ტეოდოსიჩი (17).
სერია სამ მოგებამდეა, საკმარისია, შენგელიამ და კომპანიამ სტუმრადაც დაამარცხოს 19-ში ბრინდიზი, რომ გუნდი ნახევარფინალში გავიდეს. თავის მხრივ, რეგულარულის გამარჯვებული ოლიმპია მილანოც 2:0-ს იგებს სერიას პესაროსთან.
GIPHY App Key not set. Please check settings