ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას მიერ მოსკოვის ცსკა-ს დატოვებასა და იტალიურ “ვირტუს ბოლონიაში” გადასვლას ეხმიანება.
“რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თორნიკე შენგელია სპორტსმენთაგან ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთის აგრესია დაგმო. თორნიკე ჯერ კიდევ ცსკა-ს რიგებში ირიცხებოდა, როდესაც სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა დააყენა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
თოკოს ცსკა-ში დარჩენა წარმოუდგენელი იყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო შეწყვიტა და მით უმეტეს ამ ამბების ფონზე თოკოს რუსული არმიის გუნდის შემადგენლობაში დარჩენას არავინ აპატიებდა. თან მის ცსკა-ში გადასვლასაც ქართველი ხალხის მხრიდან კალათბურთელის მისამართით ნეგატიური დამოკიდებულება მოყვა”, – წერს ესპანური გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings