in

შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული

Momo Diouf Segafredo Virtus Bologna - Umana Reyer Venezia LBA Legabasket Serie A Unipol 2024-2025 178^ Giornata Bologna, 02/02/2025 Foto B.Costantini / Ciamillo-Castoria

თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს იტალიის ჩემპიონატშიც აგრძელებს. შეგახსენებთ, ვირტუს ბოლონიას ქართველმა ცენტრმა ევროლიგის წინა ტურში “ფენერბაჰჩესთან” 35 ქულა ჩააგდო. დღეს იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიელებმა ვენეციას უმასპინძლეს და 85:74 დაამარცხეს, ქართველი ფორვარდი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შენგელიამ სასტაერტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 30 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე მთლიანობაში 16 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

ვენეციელთა შემადგენლობაში იყო გიგა ჯანელიძე, რომელიც მოედანზე არ გამოსულა. 13 მოგებითა და 5 მარცხით ვირტუსი მე-3 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 9 თებერვალს, ვირტუსი სტუმრად “ტორტონას” დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ მოიგო, მამარდამ ერთი გაუშვა

ვიდეო: ტენერიფემ მოიგო, შერმადინი MVP გახდა