იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსი” სტუმრად “ტორტონას” შეხვდა და 81:89 დამარცხდა.
ბოლონიელთა ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ააცილა. ვირტუსს მარკო ბელინელიმ ულიდერა, რომელმაც 27 წუთში 24 ქულა ჩააგდო. ბელინელის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
ვირტუს ბოლონიამ ამ სეზონში მესამე მატჩი დათმო. შენგელიას გუნდი 11 მოგებითა და 3 მარცხით მე-2 ადგილზეა და მომდევნო ტურში მე-7 ადგილზე მყოფ ვენეციას ხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings