საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” იტალიის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში “პეზარო” 82:76 დაამარცხა.
თორნიკე ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მატჩის მესამე მეოთხედში ტრავმა მიიღო და შეხვედრაში აღარ დაბრუნებულა. ტრავმის სიმძიმე ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
თოკომოტივმა ტრავმის მიღებამდე პარკეტზე 13 წ უთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თავის გუნდში თოკოზე მეტი ქულა (14) მხოლოდ მარკო ბელინელის ჰქონდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში თოკომ მილოშ ტეოდოსიჩს ბრწყინვალე პასი გაუკეთა eurosport-მა თოკოს ამ პასს მაგიური უწოდა.
“ვირტუსი” მეოთხედფინალის მეორე მატჩს “პეზაროს” წინააღმდეგ 17 მაისს გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings