in

შენგელიას კარგი თამაში ისევ არ კმარა: ვირტუსმა მეორეც წააგო

თორნიკე შენგელიას ჩინებული თამაშის მიუხედავად, ვირტუსმა იტალიის სერა A-ს მეორე შეხვედრა ოლიმპი მილანთან მაინც წააგო. ასე იყო წინა მატჩშიც, როცა შენგელია თავისიანთაგან საუკეთესო იყო, თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და ბოლონიური გუნდი საჩემპიონო სერიაში 0:2 ჩამორჩა.

შენგელია საუკეთესო იყო: ვირტუსმა ფინალი წაგებით დაიწყო

შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა, ვირტუსმა პირველი მეოთხედი სამი ქულით მოიგო, მაგრამ დიდ შესვენებამდე მილანმა წინ გასვლა მოახერხა. მესამე მეოთხედი ფრედ დამთავრდა და ერთ ეპიზოდში მეტოქე 8 ქულითაც იგებდა, მაგრამ სკარიოლოს გუნდმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მიუხედავად ამისა, ვირტუსი მაინც დამარცხდა – 76:79.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ის თამაშიდან მაღალი პროცენტით ისროდა – ორქულიანი 6-დან 5, სამქულიანი კი 2-დან 1 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან თორნიკემ 8-დან 4 ბურთი მოათავსა კალათში.

ფინალური სერია 4 მოგებამდეა, ასე რომ, ვირტუსს გამარჯვების შანსი ჯერაც შერჩნილი აქვს. სერიის მომდევნო 2 მატჩი ბოლონიაში გაიმართება – 14 და 16 ივნისს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს რას ნიშნავს: ხვიჩა ოქროს ბურთის ნომინანტობიდან ამოიღეს

საქართველო სრულია: იქმნება მიქსი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს შედეგი