იტალიური “ვირტუსის” შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას დებიუტი შედგა.
ევროქაფის რეგულარული ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრაში “ვირტუსი” სლოვაკურ “ოლიმპიასთან” 74:86 დამარცხდა. იტალიური გუნდის შემადგენლობაში თოკო საუკეთესო იყო.
შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 21 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
სლოვაკური გუნდის რიგებში კი, საუკეთესო საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ჯეიკობ პულენი იყო (20 ქულა).
15 ტურის შემდეგ “ვირტუსს” 8 მოგება,7 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings