in

შენგელიას ვირტუსმა ფინალში ანგარიში გაათანაბრა, დარჩა ერთი გადამწყვეტი თამაში

იტალიის ჩემპიონატში ფინალური სერია ძალიან დაძაბული გამოვიდა. „მილანმა“ და „ვირტუსმა“ ერთმანეთს ყველა თამაში მოუგეს საშინაო კედლებში და ანგარიში 3:3-ია. შესაბამისად, დარჩა ერთი, გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც მილანში გაიმართება, რადგან სწორედ მათ აქვთ მოედნის უპირატესობა, რაც შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ჩემპიონის გამოსავლენად. მით უმეტეს, რომ გავმეორდებით, ამ სერიაში მხოლოდ მასპინძელი გუნდი იგებს.

„ვირტუსი“ „მილანს“ ჯერ 0:2 ჩამორჩა, მაგრამ გაუთანაბრა, შემდეგ 2:3-ს აგებდა და ისევ გაუთანაბრა. მეექვსე შეხვედრა ბოლონიაში გაიმართა და „ვირტუსის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 85:66.

თორნიკე შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო. „ვირტუსის“ ხუთ კალათბურთელს ქულათა მონაგარი 10-დან 14-მდე ჰქონდა, რაც გუნდურობაზე მიუთიუთებს.

შენგელიას სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 17 წუთი, 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა. თოკომ 7-დან 5 ორქულიანი გამოიყენა.

იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეშვიდე, გადამწყვეტი მატჩი 23 ივნისს მილანში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუნდურობა და ერთიანობა: მადლობა გულშემატკივარს, მადლობა ბიჭებს – პირველი გოლის ავტორი მომდევნო მატჩებზე ფიქრობს

ევრო 2023: ესპანეთი და უკრაინა გამოიკვეთნენ, ჩვენი მეტოქეები ფრეზე გაიყარნენ – სხვა მატჩები