საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას “ვირტუსი” საკალათბურთი ევროთასის მეოთხედფინალში გავიდა. ბოლონიელებმა “ლიკტაბელისი” 75:67 დაამარცხეს.
შენგელია “ვირტუს ბოლონიას” სასტარტო ხუთეულში იყო და ამ დროის განმავლობაში მან 7 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა.
თოკომ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ევროთასის მეოთხედფინალში “ვირტუს ბოლონია” “რატიოფარმ ულმისს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings