იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელები „პესაროს“ ესტუმრნენ და მეტოქე 96:77 დაამარცხეს.
მართალია ანგარიშში სხვაობა სოლიდურია, მაგრამ „პესარო“ არც ისე ხელწამოსაკრავი გუნდია, მას ბოლო 5 მატჩიდან 4 მოგებული ჰქონდა.
შენგელია სასტარტოში იყო და ჯამში 19 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი ასეთია: 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება.
შეგახსენებთ, წინა ტურში, შენგელია ტურის MVP გახდა, როდესაც “ტრენტოსთან” შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა.
„ვირტუსი“ 23 მოგებით (3 მარცხი) პირველ ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings