in

შენგელიამ ქულები ვერ მოაგროვა, მაგრამ ისეთი პასი მისცა… ვირტუსმა მოატრიალა

თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” საფრანგეთში, “ბურჟთან” ულებ-ის ევროთასის გათამაშების მორიგ მატჩში პრინციპული დაპირისპირება მოიგო. იტალიური კლუბი თამაშის მსვლელობისას 13 ქულით ჩამორჩებოდა, საბოლოოდ 22-ქულიანი გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 90:68.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, შედეგიანი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია. მან მოედანზე 17:34 წუთი გაატარა და 2 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 2-ქულიანი ჩააგდო და 3 სამქულიანი ააცილა.
თუმცა მატჩის საუკეთესო ეპიზოდის ერთ-ერთი გმირი სწორედ შენგელია იყო. ის მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა და ზურგს უკან გაუკეთა პასი ჯაკარ სემპსონს, რომელმაც ბურთი ჩატენა და მეტოქე აიძულა, დაჯარიმებულიყო.

“ვირტუსს” 11 მოგება და 7 მარცხი აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. გუნდს ტურნირის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს. მეტოქეების ვინაობა კი პირველი ეტაპის ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ფასმა მოიმატა: ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

ფეხბურთი გრძელდება: მატჩი შესაძლოა 100 წუთი გაგრძელდეს – ფიფა სიახლეს გეგმავს