in

შენგელიამ ევროლიგა დაასრულა: 15 ქულა და გამარჯვება – ვიდეო

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, რასთან ერთადაც ტურნირში ასპარეზობა დაასრულა თორნიკე შენგელიას ვირტუსმა. ბოლონიურმა გუნდმა 14 მატჩი მოიგო, 20 წააგო და 18-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა. პლეი ოფში 8 საუკეთესო გავიდა.

ბოლო ტურის მატჩში „ვირტუსმა“ თანამემამულე “მილანს” უმასპინძლა და 89:84 დაამარცხეა. სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა არცერთი გუნდისთვის არაფერს წყვეტდა – ბოლონიელთა მსგავსად მილანელებს ევროლიგაში რთული სეზონი ჰქონდათ და პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

მაჟორულ ნოტზე დაასრულა წლევანდელი ევროლიგა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 15 ქულა (7/4 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 5/4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 დაფარება, 7 პასი, 2 ჩაჭრა. 25 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტს, მარკო ბელინელიმ 21 ქულა ჩააგდო.

ბოლონიელები ახლა მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე გადაერთვებიან, სადაც უახლოესი შეხვედრა 16 აპრილს „ტრენტოსთან“ ელით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაფერი მარადონაზე გადაწყდება! – მილანმა ნაპოლი მინიმალური სხვაობით დაამარცხა

ლაშა ტალახაძე 2022 წლის საუკეთესო ძალოსანია