in

შენგელიათი რეალი დაინტერესდა, კიდევ ევროლიგის ჩემპიონი

“ვირტუს ბოლონიას” ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას დამატებით მადრიდის “რეალი” და ევროლიგის მოქმედი გამარჯვებული “პანათინაიკოსი” ინტერესდებიან, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა DS Basquet-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შენგელიას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. “ვირტუსი” კალათბურთელის შენარჩუნებას ეცდება, თუმცა იტალიურ კლუბს თორნიკესთვის წელიწადში ორი მილიონის გადახდა მოუწევს.

გამოცემის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ შენგელია და “ვირტუსი” ვერ შეთანხმდებიან, “რეალი” და “პანათინაიკოსი” ქართველთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

შეგახსენებთ, შენგელია ევროლიგის გასულ სეზონში საშუალოდ 14.5 ქულას, 5.0 მოხსნას, 3.3 შედეგიან პასს, 1.0 ჩაჭრასა და 0.2 დაფარებას აგროვებდა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ნაკრებს შენგელია დაემატა – ცოტა განსხვავებული ვარჯიში

ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ: პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ – თემურ ქეცბაია ამაყია