თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ძირითადი ეტაპის მე-7 ტურში საკუთარ მოედანზე „მილანოს“ შეხვდა და 74:72 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მწვრთნელისგან 28 წუთი მიიღო, ხოლო საკუთარ გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და ერთი დაფარება შესძინა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
ამ მომენტისთვის „ბარსელონას“ ევროლიგაში 4 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ხოლო ამ შედეგით ცხრილში მე-8 ადგილზეა. წელს ტურნირზე 20 გუნდი მონაწილეობს, ხოლო პლეი ოფში ბრძოლას 10 საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს.

მომდევნო ტურის მატჩს ესპანური კალათბურთის გრანდი 31 ოქტომბერს სტუმრად ბელგრადის „პარტიზანთან“ ჩაატარებს.
1tv.ge


GIPHY App Key not set. Please check settings