in

შენგელიას 22 ქულა: ვირტუსმა ფინალში გაათანაბრა – ასე უნდა გავაგრძელოთ

თორნიკე შენგელიას ლიდერობით ბოლონიის “ვირტუსმა” მილანის “არმანის” ფინალური სერია გაუთანაბრა. ბოლონიელებმა მეორე საშინაო შეხვედრა 75:68 მოიგეს, ქართველი ფორვარდი კი მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო.

თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა უშედეგოდ ესროლა სამქულიანები და საჯარიმოები: 6-დან 1 საჯარიმო და 5-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, თუმცა შესანიშნავად ესროლა ორიანები – 14 ცდიდან 9 ჩააგდო.

ამის შესახებ შენგელიამ მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა:
“ეს არ იყო ჩემი დღე სამქულიანებსა და საჯარიმოებში, თუმცა მწვრთნელმა სკორიოლომ შემახსენა, რომ მე გაცილებით მეტი ვარ, ვიდრე ეს კომპონენტებია. მე შემიძლია მეტი სარგებლის მოტანა: გაქცევა, მოხსნა, გარღვევის განხორციელება. მან რომ ეს მითხრა, ვეცადე ვყოფილიყავი უფრო აგრესიული. წინ მე-3 მილანური მატჩია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ამ სერიაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე, ვიყოთ მშვიდად და გვჯეროდეს საკუთარი თავის”.

იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება. მოედნის უპირატესობა მილანელებმა მოიპოვეს, რომლებიც სერიის მომდევნო 2 მატჩს უმასპინძლებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

10 ქულა 10 დღეში, ერთპიროვნული ლიდერობა და რიგები სალაროებში: კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება რწმენით აღსავსე ქართულ ფეხბურთში

ლევანდოვსკის ჩელსი და მანჩესტერი ეპატიჟებიან, მაგრამ გული კატალონიისკენ მიუწევს