in

შემომიერთდით ახალ მოგზაურობაში: რონალდომ YouTube არხი გახსნა და რეკორდიც მოხსნა – ვიდეო

კრიშტიანო რონალდომ YouTube არხი გახსნა და რეკორდიც უმალ მოხსნა.

„ალ ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა გამოაცხადა ვიდეო ჰოსტინგის ოფიციალური არხის გაშვება და მისი შექმნიდან სულ რაღაც 90 წუთში 1 მილიონი გამომწერი მიიღო.

„დაასრულე ლოდინი! მე მაქვს YouTube არხი! გამოიწერეთ და შემომიერთდით ამ ახალ მოგზაურობაში“, – წერს კრიშტიანო.

YouTube-მა სუპერვარსკვლავს 1 მილიონი გამომწერის მიღწევა მიულოცა.

ჯორჯინა როდრიგესმა რონალდოს YouTube არხს წარმატება უწინასწარმეტყველა.

„ვფიქრობ, ეს არის პერსპექტიული პროექტი, რომელიც განწირულია წარმატებისთვის, ისევე როგორც ყველაფერი, რასაც აკეთებ.
თუ გავითვალისწინებთ იმ თავდადებასა და მაგნიტიზმს, რომლითაც იზიდავ ადამიანებს, ინტერესს, რომელსაც აღძრავ თაყვანისმცემლებში მთელ მსოფლიოში, წარმატება გარანტირებულია“, – უთხრა ჯორჯინამ კრიშტიანოს ერთ-ერთ ვიდეოში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკრაინა საქართველოს პოზნანში უმასპინძლებს

ვინ არიან საუკეთესო მცველები პრემიერლიგის ისტორიაში