კვიპროსულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ თემურ ქეცბაიასა და “ანორთოსისის” ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა და ყველაფერი რიგზე ვერაა. “ანორთოსისი” გუშინ ლარნაკაში აეკ-ს დაუპირისპირდა და მიუხედავად კარგი მატჩისა, 1:2 დამარცხდა (მე-2 წუთზე გოლი ოქრიაშვილმა გაიტანა). კვიპროსულ მედიაში წერენ, რომ ფამაგუსტას “ანორთოსისი” აირია, გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურება და ამას ქეცბაიას სიტყვებიც ადასტურებს, რომელსაც იგი ბოლო პერიოდში ხშირად იმეორებს.
“როგორც სჩანს, კლუბში ყველა სხვა რამეზე ფიქრობს” – თემურ ქეცბაია.
ქეცბაიას, როგორც სჩანს, ფეხბურთელებთანაც ვეღარ აქვს კარგი ურთიერთობა. გუშინდელ მატჩში არაზუსტი პასისთვის ქეცბაიამ გიორგი ქვილითაიას შენიშვნა მისცა. მეორე შემთხვევაში კი, მას უხეშად დაუყვირა, რის შემდეგაც გიორგიმ მთავარ მწვრთნელს ანიშნა, რომ ხაზებს გადაცდა.
“ანორთოსისს“ ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ არ მოუგია. ახლა გუნდს მე-4 ადგილზეც გასვლის საფრთხეც შეექმნა, მაგრამ აეკ-ი კვიპროსის თასის მფლობელია და თუ ჩემპიონიც გახდა, ქართველების გუნდი ევროსარბიელის საგზურს მიიღებს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თემურ ქეცბაიას თესალონიკის პაოკ იწვევს.
თემურ ქეცბაია: მომავალ წელს ანორთოსისში აღარ ვიქნები
თემურ ქეცბაია პაოკ-ში: ბერძნებს ქართველი სპეციალისტი სურთ
GIPHY App Key not set. Please check settings