სოციალური ქსელების, ინსაიდერებისა თუ სხვადასხვა საიტების ინფორმაციით, “ნაპოლისა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
მხარეები სამშაბათს პირდაპირ და დასკვნით შეხვედრას გამართავენ, რომელშიც ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც მიიღებს მონაწილეობას.
მოლაპარაკების პარამეტრები უცვლელია – 80 მილიონი ევრო! ბოლო დეტალები სწორედ დასკვნით შეხვედრაზე შეთანხმდება. მიმომხილველები დარწმუნებულები არიან, რომ სიურპრიზები არ იქნება.
ასე რომ, უახლოეს საათებში ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება. კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას პარიზელებთან პერსონალური კონტრაქტი შეთანხმებული აქვს – ხუთწლიანი ხელშეკრულება წლიური 6 მილიონის (ესეც დაზუსტდება) ევროს ანაზღაურებით.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings