უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო იტალიურ „ჯენოას“ ჩაიბარებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.
წყაროს ცნობით, შევჩენკო „ჯენოას“ იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩისთვის მოამზადებს, რომელიც 21 ნოემბერს (სანაკრებო პაუზის შემდეგ) გაიმართება და გენუალთა მეტოქე მოურინიოს „რომა“ იქნება.
ამჟამად, 12 ტურის შემდეგ, 9 ქულით “ჯენოა” მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულითაა დაშორებული.
შევჩენკო 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ან 2-წლიანს 1 წლით გახანგრძლივების ოფციით.
45 წლის უკრაინელი მშობლიური ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2016-დან 2021 წლამდე წვრთნიდა. მან უკრაინა გასულ ზაფხულს გამართულ ევროპის ჩემპიონატის ¼ ფინალში გაიყვანა.
მოგეხსენებათ, „მილანის“ შემდეგ სწორედ „ჯენოაში“ დაასრულა თავისი დიდებული კარიერა კახა კალაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings