გიორგი მიქაუტაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა, მისი „ლიონი“ კი „ანჟერს“ ესტუმრა და დამაჯერებლად მოუგო – 3:0.
ჩვენიანი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, გუნდის კაპიტნის, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად.
87-ე წუთზე მეკარის საჯარიმოში მყოფმა თავით სცადა კარში გადაგზავნა, მაგრამ მცველი გადაეფარა. თუმცა მალევე დიდებული გოლი გაიტანა – მარცხენა ფლანგზე, საჯარიმოს გარეთ ბურთი მიიღო, მოხდენილად მოტეხა ორი მცველი, შეიჭრა საჯარიმოში და მახვილი ადგილიდან შორეულ ცხრიანში ძლიერად გაუშვა.
შეფასებები: Flashscore – 7.8; Sofascore – 7.4; Whoscored – 7.6.
მიქაუტაძემ სეზონში მესამე გოლი გაიტანა, პლუს ერთი საგოლე პასიც აქვს.
ანჟერი – ლიონი 0:3
გოლები: 0:1 ტალიაფიკო (26), 0:2 შერკი (55), 0:3 მიქაუტაძე (88)
„ლიონი“ 25 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings