ლუკა ლოჩოშვილმა ახალი სეზონისთვის მზადება „კრემონეზეში“ დაიწყო.
მოგეხსენებათ, გუნდი სერია B-ში გავარდა. ოღონდ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომ ქართველი მცველი გუნდში დარჩება, რადგან ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა მადრიდის „რაიო ვალეკანოს“ სურს.
„კრემონეზე“ შეკრებას იტალიის ცნობილ სათხილამურო კურორტ ტრენტინოში გადის, სადაც 29 ივლისამდე დარჩება.
ახალ გუნდში გადასვლას ელოდება გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც ჯერ „მეცში“ ემზადება. ამხანაგურ შეხვედრაში ფრანგულმა გუნდმა ბელგიური „სერენი“ 2:1 დაამარცხა, გიორგიმ კი თავის ყოფილ გუნდს გოლი გაუტანა.
მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე მეორე ნახევარში შევიდა. შესვლა და გოლის გატანა კი ერთი იყო. 86-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა.
ეს „მეცის“ მეორე ამხანაგური მატჩი იყო, პირველში „რასინგ ლუქსემბურგს“ 3:0 მოუგო.
მზადება დაიწყო ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმმაც“.
მესენდორფის საწვრთნელ ცენტრში ბელგრადის „პარტიზანს“ 2:1 მოუგო, ჩვენიანს არ უთამაშია. აი ლიმასოლის „არისთან“ დაპირისპირებაში კი კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. ავსტრიელებმა 2:0 მოიგეს.
18 ივლისს „შტურმი“ მშობლიურ „მერკურ არენაზე“ „გალათასარაის“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings