in

შევთანხმდით… დღეს ახალგაზრდული საქართველო პლეი-ოფში უნდა გავიდეს: ნიდერლანდებმა შანსი გვაჩუქეს

საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, დღეს, 15 ოქტომბერს, ქუთაისში 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

რამაზ სვანაძე:
„მზადება ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ბოლო მატჩის შედეგიდან გამომდინარე რამდენიმე დღე გუნდი იმედგაცრუებული იყო, თუმცა ამ თემაზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით იმაზე, რომ ფეხბურთია, შევთანხმდით იმაზე, რომ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ბოლო ტურამდე ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ჩვენ ყველა პროფესიულ ფეხბურთში ვმოღვაწეობთ და ამ სფეროში, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ერთ მარცხს ან ზოგადად წარსულს რამე გადავაყოლოთ.

იოლი მატჩი არ გველის, ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ, რომ სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჯერ ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან, ახლა იღებენ დიდი ფეხბურთის გამოცდილებას და სახლის თამაშზე გულშემატკივარი მათთვის ბევრ რამეს ნიშნავს.”

ვარჯიშზე მიღებული მიკრო ტრავმის გამო, მატჩს გიზი მამაგეიშვილი გამოტოვებს.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებმა შვედეთს უმასპინძლა, 3:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა.

ნიდერლანდლებმა ჯგუფში ათიდან ათივე მატჩი მოიგეს, 30 ქულა დააგროვეს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

შვედეთმა შესარჩევი ტურნირი 17 ქულით დაასრულა, ჯერჯერობით, მეორე ადგილზეა და საქართველოს ერთი ქულით უსწრებს. ახლა ჩვენი გუნდი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული – უმცროსი „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შემთხვევაში მეორე ადგილზე გავლენ და პლეი ოფში ითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა დაუწერეს ქართველ ფეხბურთელებს: უფრო ზურიკო და კიტე გამოარჩიეს

სუპერლიგა სექტემბერში უნდათ: ჩემპიონთა ლიგა ვერ ამართლებსო