საქართველოს ნაკრებმა ევროპას სასწაული შესთავაზა: სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის დამარცხებით (2:0) პლეი-ოფში გავიდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
„უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული არასოდეს ვყოფილვარ. საოცარი შეგრძნებაა, საქართველოში რომ ამდენი ადამიანი გავაბედნიერეთ.
პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. შეგვიძლია და გაჩერებას არ ვაპირებთ. მაქსიმუმი გავაკეთეთ და ისევ მაქსიმუმს გავაკეთებთ. სულ წინ ვივლით“.
საქართველოს ნაკრები 30 ივნისს, მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings