in

შეგვიძლია მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ: ბიჭების კომენტარები

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში 2:3 წააგო საფრანგეთთან, არადა მოგებამდე ბევრი არ გვაკლდა. 84-ე წუთზე წინ გავედით, თუმცა ჯერ 89-ზე გავუშვით, მერე კი წამატებულ მე-12 წუთზე.
მიუხედავად ამ მარცხისა, ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს. ბოლო ტურში უნდა მოუგოს პორტუგალიის ასევე ძლიერ ნაკრებს.

ეს რა იყო: საქართველომ საფრანგეთთან ბოლო წამებზე წააგო

ფრანგებთან თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა.

გიორგი აბუაშვილი:
„ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და პორტუგალიაზე გადავერთოთ, სადაც შეგვიძლია რომ გავიმარჯვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ”.

ირაკლი აზაროვი:
„ამით არაფერი სრულდება, წინ პორტუგალიასთან გასამართი მატჩია და ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ”.

ლუკა ხარატიშვილი:
„მოვემზადებით და თავდაუზოგავად ვიშრომებთ, ჩვენი დასახული მიზნის მისაღწევად”.

რა დაუწერეს ჩვენებს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

 წიტაიშვილისთვის ცსკა ბოლო არჩევანია

ვიდეო: შერმადინისთვის სეზონი დასრულდა – ტენერიფემ სერია წააგო