in

შეგვიძლია თურქეთთან წარმატებით თამაში: რაც მეტი გულშემატკივარი იქნება, უფრო ადვილი იქნება

საქართველოს ნაკრები აქტიურად ემზადება ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრისთვის. ბოლო ვარჯიშის წინ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა:

“ძალიან კარგად მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. ავსტრიის შეკრება ნაყოფიერი იყო. კარგ გარემოში ვიყავით და ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ კონდიციებზე, ისე ტაქტიკურ მომზადებაზე.

გერმანიაში უკვე იგრძნობა ევროპის ჩემპიონატის ატმოსფერო. ყველანაირი პირობა გვაქვს მოსამზადებლად. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ პირველ თამაშს.

ღია ვარჯიშს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, ჩვენთვისაც უფრო ადვილი იქნება თამაში და მეტ მხარდაჭერას ვიგრძნობთ სტადიონზე.

თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ევროპაში კარგად ასპარეზობენ. საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს. კარგი გამოცდილება და ტესტი იქნება ჩვენთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ თამაშის წარმატებით დასრულება, რის შემდეგაც სხვა მატჩებზე ვკონცენტრირდებით”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს დახურული ვარჯიშია, ხვალ სტადიონზე: კიტე ცალკე ვარჯიშობს – ფოტო

მზად ვართ: ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც საჭიროა