in

შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი თამაშით: ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან ლამაზი მომენტის შემადგენელი ნაწილი ვარ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საქართველოს სახელით გატანილი სადებიუტო გოლის ავტორი 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძე გახდა.

ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში გამართავს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

“წაგება სასიამოვნო არასდროს არის, თუმცა ქართული ფეხბურთი კარგი კუთხით წარმოვაჩინეთ. გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. ალბათ იმდენივე, რამდენიც თურქეთს. თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთია. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ შედეგით, თუმცა ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი თამაშით.

როდესაც ჩემპიონატი იწყება, რა თქმა უნდა ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრობ. ჩვენი უმთავრესი მიზანი კარგი თამაშის ჩვენებაა. სწორედ ასე ვითარდება გუნდი. საქართველო განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა და ასეთი დონის ტურნირები ეხმარება ფეხბურთელებს, სტაფს, ფეხბურთის ფედერაციას, რომ უფრო ძლიერი იყოს.. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, შაბათს იგივე დონეზე ვითამაშებთ და მოუთმენლად ველი თამაშს.

ეს ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთის მრავალწლიანი განვითარების შედეგია. ლოკალურად საქართველოში, სადაც ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ბავშვებს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა ყველგან აქვთ. ვფიქრობ, ამ ტურნირზე თამაში გაწეული სამუშაოსთვის ჯილდოს წარმოადგენს. ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან ლამაზი მომენტის შემადგენელი ნაწილი ვარ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გახსოვდეთ, რომ ატარებთ თითოეული ქართველის ოცნებებსა და მისწრაფებებს… დიდი სიყვარულით გიორგი ქინქლაძე

ქვეყნისთვის ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო: ვიცი, რომ ჩვენი გულშემატკივარი ყოველ წამს ჩვენთან ერთად იყო – ფეხბურთელების კომენტარები