საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა საფეხბურთო კლუბმა თბილისის “დინამომ” უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ქართულმა კლუბმა 200 ცალი საწოლის კომპლექტი შეიძინა.
დონეცკის “შახტარი” ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალური ქსელის პლატფორმებზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც თბილისის “დინამოს” ასეთ რთულ დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
განცხადებაში წერია, რომ “დინამოს” მიერ გამოგზავნილი საწოლის კომპლექტი ლვოვის საფეხბურთო არენაზე მიიღეს და ამით ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს დაეხმარებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings