in

შახტარის მწვრთნელი: გოჩოლეიშვილი საქმეში უნდა ვიხილოთ

“შახტარის” მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ua-football-თან კომენტარი იმაზე გააკეთა, თუ რატომ დაიმატეს “საბურთალოსა” და საქართველოს ნაკრების 21 წლის მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელსაც ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს და რომელიც ახალ გუნდს ნაახალწლევს შეუერთდება.

“დრო გვაჩვენებს. როდესაც მისი მახასიათებლები ვნახეთ, მივხვდით, რომ ჩვენთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ის სწრაფია, ამტანი, აგრესიული, დამაგვირგვინებელ ფაზაში კონკრეტული, შეუძლია მარცხენა ფეხითაც დაარტყას და მარჯვენითაც და გოლები გაიტანოს.

უკეთეს ლიგაში გადასვლის შემდეგ (საქართველოს ჩემპიონატიდან უკრაინის პრემიერლიგაში) მას თავადაც შეუძლია გაიზარდოს. დავინახავთ, როგორ მოახერხებს თავის წინ მდგომ ოპონენტთან კონკურენციაზე პასუხის

გაცემას. ძალიან საინტერესო იქნება.

ვიდრე უკრაინის საფეხბურთო მოედნებზე არ ვიხილავთ, არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მისი გადმოსვლით გავძლიერდით. ჯერ ახალწვეულია”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“დინამოს” ფლამარიონიც დატოვებს?

ზაფხულში შესაძლოა არგენტინა გვესტუმროს