ცნობილი გახდა, როგორ იმოქმედა „მანჩესტერის“ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელებზე.
The Athleticის მონაცემებით, ფეხბურთელები მაგალითს იღებენ პორტუგალიელისგან კვებასთან დაკავშირებით და სპორტთან მეცნიერული დამოკიდებულებით. მაგალითად, ზოგიერთმა მათგანმა შეწყვიტა ჩაისა და ყავაში შაქრის ჩაყრა.
ცოტა ხნის წინ, კრიშტიანომ უკმაყოფილება გამოთქვა მოთამაშეების მხრიდან საქმისადმი დამოკიდებულებაზე და გაიკვირვა, რომ ისინი დარბაზში დამატებით არ ვარჯიშობენ.
ამ სეზონში 36 წლის რონალდომ 24 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი მისცა.
GIPHY App Key not set. Please check settings