in

შანსი ბოლომდე ყველას ექნება: ალბანეთი თბილისიდან კმაყოფილი მიდის

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ალბანეთის ნაკრებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა თბილისში და მიზანს მიაღწია. ბუნებრივია სტუმრები კმაყოფილები იყვნენ და ეს თამაშის შემდეგ არც ალბანელთა მწვრთნელმა დამალა.

სილვინიო:

„ადრეც ვთქვი, რომ დაბალანსებული ჯგუფია, სადაც ყველას შეუძლია მოგება. საქართველოს ნაკრები აქამდე ხუთმცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, დღეს კი სქემა შეცვალეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ შეხვედრის ბედი არა ტაქტიკის შეცვლამ, არამედ მომენტის გამოყენებამ გადაწყვიტა. შანსები კი საქართველოსაც ჰქონდა.

სანიოლი კარგად მუშაობს, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.

მთლიანობაში, ჩვენი თამაშით და გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, ასე გავაგრძელებთ.

როგორც ვთქვი, ჯგუფში ფავორიტი არ არის. მიმაჩნია, რომ შანსი ბოლო ტურამდე ყველა გუნდს ექნება. ვფიქრობ, ბოლო ტურებიც ისეთივე დაძაბული იქნება, როგორც დღევანდელი მატჩი.

რაც შეეხება ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაშს, ეს ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდით მათ. ეს დასაფასებელია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: თორნიკე შენგელიას ლიდერობით ვირტუსმა ვენეცია დაამარცხა

ჩვენმა მეტოქეებმა ქულა გაიყვეს: ჩეხეთი ლიდერი გახდა