ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში დაიწყო ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი წყალბურთში. ტოკიოს 3 საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძვის, მათ შორისაა საქართველოც. ჩვენი ნაკრები პირველ დღეს საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 10:11.
საერთო ჯამში ჩვენებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ბოლომდე გვქონდა შანსი.
საქართველო 10:11 საბერძნეთი
2:3, 3:5, 5:2, 0:1
საქართველო: რაზმაძე – ქავთარაძე, დადვანი (1), იმნაიშვილი, ბითაძე, იელაჩა, ჯახაია, შუშიაშვილი (1), ელეზი (4), მაგრაქველიძე, ბარალდი (2), ვაპენსკი (2)
გოლები: 0:1 ვლახოპულოსი, 0:2 პაპანასტასიუ, 1:2 ბარალდი, 1:3 არგიროპულოსი, 2:3 დადვანი, 2:4 ფუნტულისი, 2:5 პაპანასტასიუ, 3:5 ბარალდი, 3:6 სკუმპაკისი, 4:6 ელეზი, 4:7 ფუნტულისი, 4:8 ფუნტულისი, 5:8 ელეზი, 6:8 ელეზი, 7:8 ვაპენსკი, 7:9 ფუნტულისი, 8:9 შუშიაშვილი, 8:10 მურიკისი, 9:10 ვაპენსკი, 10:10 ელეზი, 10:11 ფუნტულისი
0:2-ზე ფაბიო ბარალდიმ საქართველოს ნაკრების პირველი გოლი გაიტანა. პირველი მეოთხედი კი საქართველომ 2:3 წააგო.
ისტორიული შანსი: ყველა მატჩში ვიბრძოლებთ – წყალბურთელების ბოლო ვარჯიში გამგზავრებამდე
მეორე მეოთხედში ჩვენებმა სამი გოლი გაიტანეს (დუბლი მარკო ელეზმა შეასრულა, ბარალდიმაც მეორე გოლი შეაგდო), მაგრამ 5 გაუშვა და ტაიმი 5:8 წავაგეთ.
აი მესამე მეოთხედში კი საქართველომ ბრწყინვალედ ითამაშა და მარკო ელეზმა ბოლო წამებზე ანგარიში გაათანაბრა კიდეც – 10:10.
გადამწყვეტ მეოთხედში ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, საქართველოს დაწინაურების შანსიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ძლიერ მეტოქესთან დასანანი მარცხი განვიცადეთ.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია.
საბოლოოდ ორი ფინალისტი და მესამეადგილოსანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს.
ხვალ, 15 თებერვალს საქართველოს ნაკრები თურქეთს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ჩვენი მეზობლები ტურნირზე ვერ ჩადიან: თურქეთის დელეგაციაში კორონავირუსია, ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ასე რომ, ხვალ საქართველო ისვენებს, 16-ში კი კანადას შევხდებით. ჩვენს ჯგუფში ასევე არიან ბრაზილია და მონტენეგრო.
GIPHY App Key not set. Please check settings