in

შავი ლომი სამხრეთ ამერიკულ სუპერლიგაში ითამაშებს

2023 წლის გაზაფხულიდან პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ ამერიკულ სუპერლიგაში ითამაშებს.

ტურნირი 2019 წელს დაარსდა და სულ ორჯერ ჩატარდა. პირველი გამარჯვებული არგენტინული „იაგუარესია“, შარშან საუკეთესო ურუგვაის „პენიაროლი“ გახდა.

ტურნირში აქამდე 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას და მომავალი სეზონიდან 2 ფრენჩაიზი ჩრდილოეთ ამერიკიდან (აშშ და კანადა) და „შავი ლომი“ დაემატებათ.

მონაწილე გუნდები:

კობრასი, ბრაზილია
პენიაროლი, ურუგვაი
ოლიმპია, პარაგვაი
იაგუარესი, არგენტინა
კაფეტეროსი, კოლუმბია
სელკნამი, ჩილე

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეში 10 ათასი: ფიფა კლუბებს 200 მლნ დოლარზე მეტს გადაუხდის

გურამ თუშიშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სომხიშვილი პირველივე წრეში დამარცხდა