in

შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია

პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიური “ლუზიტანუში” 17:11 დაამარცხა და რაგბი ევროპის სუპერთასის ისტორიაში ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა.

“შავი ლომის” რაგბო ევროპის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ლისაბონში პორტუგალიურ “ლუსიტანუშს” დაუპირისპირდა. მოგეხსენებათ, ეს ტურნირი წელს პირველად ტარდება და გუნდებმა ტურნირის პირველი გამარჯვებულის ვინაობას არკვევდნენ.

ორივე გუნდმა თავის კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა. “შავი ლომისგან” განსხვავებით “ლუსიტანუშმა” ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და ფინალური შეხვედრის საკუთარ მოედანზე ჩატარების უფლებაც სწორედ ამიტომ მოიპოვა.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. “ლუზიტანუში” საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდანაც კი, ბურთის ხელით წამოღებად ცდილობდა, ძალიან სწრაფად გამოჰქონდათ ბურთი რაქებიდან და სწრაფი რაგბით ხაზზე უპირატესობის შექმნას ცდილობდნენ და ეს რამდენჯერმე გამოუვიდათ კიდეც. ლევან მაისაშვილის შეგირდები კი, ტრადიციულ ძალისმიერ რაგბიზე აკეთებდნენ აქცენტს. პირველი ლელო მძლავრი მოლის შემდეგ დავდეთ. დერეფანში შალვა მამუკაშვილის მოწოდებული ბურთი ნოდარ ჭეიშვილმა ორი ხელით ჩამოხსნა, მოლი შევკარით, რომელიც პორტიგალიელებმა წესების დარღვევით ჩაგვიქციეს. რაქის გვერდით რამდენიმე მოკლე-მოკლე დარტყმის შემდეგ, რაქში ბურთი ლუკა ივანიშვილმა მოიპარა, ნულოვან ზონაში მყისიერად შეძვრა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. გიორგი ბაბუნაშვილმა ზუსტად გარდასახა.

გაშვებული ლელოს შემდეგ, პორტუგალიელები გააქტიურდნენ. ხაზზე კარგად შემოგვიტიეს და რამდენიმე ოფლოუდით უპირატესობაც შექმნეს, მაგრამ აკაკი ტაბუცაძემ დაზღვევაზე კარგად ითამაშა და სიტუაცია განმუხტა. “ლუზიტანუშმა” მაინც შეძლო ლელოს გატანა. პორტუგალიელებმა ხაზზე კარგად გავითამაშეს და მათმა ფრთის მოთამაშემ მანუელ კარდოსო პინტომ დაგვალელოვა.

‘შავი ლომი” მეორე ლელოს დადებასთან ახლოს იყო და მოლის შემდეგ მეტოქის ჩათვლის მოედანში შესვლაც შეძლო, მაგრამ პორტუგალიელებმა ბურთის ჩახურვა მოახერხეს.

“ლუსიტანუში” ქართველი მორაგბეების ნახევარზე გადავიდა. მოლში გვერდიდან შესვლისთვის მსაჯმა “შავი ლომის” მორაგბეები დააჯარიმა. საჯარიმო ნუნო სუსა გედეშმა ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი 8:7 დააწინაურა.

პირველ ტაიმში გიორგი ბაბუნაშვილს შეეძლო მისი გუნდი ისევ წინ გაეყვანა, მაგრამ საჯარიმო დარტყმა გაუუჭდა და ტაიმი “შავმა ლომაა” 7:8 წააგო.

“ლიზიტანუშმა” მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო და ნუნო სუსო გედეშის ზუსტი საჯარიმო დარტყმით სხვაობა 4 ქულამდე გაზარდეს.

მატჩის 48-ე წუთზე “შავმა ლომმა” მეტოქე შერკინებაში კიდევ ერთხელ დააჯარიმა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პორტუგალიელთა ბურჯი ანტონიო პრიმა დე კოსტა გაასინბინა. ჩვენმა გუნდმა მალევე შეუტია, მაგრამ პორტუგალიელები დაცვაში კარგად იდგნენ და ბოლო მომენტში მერაბ შარიქაძეს ბოჭვისას ბურთი წინ გადაუვარდა. ერთი ცუდი ფაქრიც მოხდა. “შავი ლომის” ერთ-ერთმა გამორჩეულმა მორაგბემ ნიკო აფციაურმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

შერკინებაში “შავმა ლომმა” მორიგი უპირატესობა მოიპოვა. გიორგი ბაბუნაშვილმა ბურთი კარგად გადაიტანა. მეტოქის ხუთმეტრიანში შალვა მამუკაშვილმა დერეფანი ცუდად მოაწოდა, მაგრამ “ლუზიტანუშის” მორაგბეს ბურთი წინ დაუვარდა და მათ ხუთმეტრიან წყვეტილთან ქართველების შერკინება დაინიშნა. შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, პერანიძემ გაგლეჯვაზე მერაბ შარიქაძე შეიყვანა. შარიქაძე შეაჩერეს, მაგრამ თენგიზ პერანიძე ნულოვან ზონაში შეძვრა და ლელოც მიითვალა. გიორგი ბაბუნაშვილმა ზუსტად გარდასახა.

მატჩის 62-ე წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა-17:11

მატჩის 65-ე წუთზე “ლუზიტანუშის” შეტევების შემდეგ, რაქში თამაშგარის წესის დარღვევისთვის მსაჯმა ლაშა ჯაიანი დააჯარიმა. პორტუგალიელებმა ბურთი მალე გაათამაშეს და ნიკა პერტაიამ 10 მეტრიანი წესი არ დაიცვა, რის გამოც მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთით მოედანი დაატოვებინეს. ნუნო სუსა გედეშმა მორიგი საჯარიმო დატყმა ზუსტად შეასრულა.

71-ე წუთზე გიორგი ბაბუნაშვილს შეეძლო საჯარიმო დარტყმის გატანა, მაგრამ ჩვენი გუნდის დამრტყმელმა ხელსაყრელი სიტუაციიიდან ვერ გაიტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური მედია: მამარდაშვილი მომავლის მეკარეა

მამარდაშვილის საოცარი მატჩი ბილბაოსთან და სეზონში მესამედ king of the match