რაგბი ევროპის ოფიციალურმა გვერდმა რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრების განრიგი დაამტკიცა.
პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრას 17 აპრილს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ესპანური “იბერიანსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
მეორე ნახევარფინალში ლისაბონში პორტუგალიური “ლუსიტანოსი” ისრაელის “თელ ავივ ჰითის” დაუპირისპირდება.
ფინალი 7 ან 8 მაისს არის დაგეგმილი და იმ ფინალისტის სტადიონზე გაიმართება, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე უკეთესი შედეგი აქვს ნაჩვენები.
GIPHY App Key not set. Please check settings