უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის თავკაცმა ანდრეი პაველკომ უკრაინის ნაკრების ახალი ფორმა აჩვენა, რომლითაც გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
უკრაინის ნაკრებს სამი კომპლექტი ექნება – ყვითელი, ცისფერი და თეთრი.
კომპანია Joma-ს სამივე კომპლექტის განსაკუთრებულობა ისაა, რომ წინა მხარეს ქვეყნის საზღვრების კონტურებია დატანილი.
უკრაინა ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ნიდერლანდებთან, ასვტრიასა და ჩრდ მაკედონიასთან ითამაშებს.
საინტერესოა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსებმა უეფას მიმართეს, საიდანაც პასუხად მიიღეს, რომ:
„უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურები (და ყველა სხვა გუნდის) დამტკიცებულია უეფას მიერ ეკიპირებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაბამისად“.
GIPHY App Key not set. Please check settings