in

ყოჩაღ საქართველოს! სოცქსელებში ჩვენს გუნდს მაგარ კომენტარებს უწერენ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩენპიონატის სადებიუტო მატჩი თურქეთთან 1:3 კი წააგო, მაგრამ გულშემატკივარს აუგის თქმის საშუალება არ მისცა. ჩვენების თამაშით აღფრთოვანებულია უცხოელი ქომაგიც, რომლებიც საოცარ კომენტარებს წერენ და საქართველოზე ამბობენ, რომ არ იმსახურებდა წაგებას, რომ მომდევნო მატჩებში გაიმარჯვებს და წარმატებებს უსურვებენ.

სოცქსელებში დაწერილი ზოგიერთი კომენტარი.

პრივილეგირებული ვარ, რომ დღეს ამ თამაშის მომსწრე გავხდი. ღამის 2 საათია სინგაპურში. მადლობა თურქეთსა და საქართველოს ნაკრებებს საუკეთესო მატჩისთის! საოცრება იყო!…

თურქეთმა თამაში მოიგო, საქართველომ კი ჩვენი გულები…

საქართველოს ნაკრები საკვირველად კარგი იყო, ჭკვიანურად ითამაშეს!..

საუკეთესო თამაში იყო, ყოჩაღ თურქეთს, საქართველო კი უნდა ამაყობდეს თავისი ნაკრებით…

ყოჩაღ საქართველოს! ძალიან მამაცები არიან…

ეს რა საოცარი თამაში იყო! მიხარია ჩემმა ქვეყანამ რომ გაიმარჯვა. მაგრამ, ასევე, ჩვენს ძვირფას ქართველ მეზობლებსაც ვულოცავ. დიდებულად ითამაშეს! თავიანთი პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის საუკეთესო მატჩი იყო!

თურქებს ძალიან გაუმართლათ. ქართველებმა საოცარი თამაში აჩვენეს. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და წარმატებებს ვუსურვებ დანარჩენ მატჩებში!..

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფაქტები საქართველო-თურქეთის მატჩზე: ჟორჟი ისტორიის ავტორია, არდაც

საქართველო-თურქეთის მატჩის ფოტოები