ამჟამად საუდეთის „ალ ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ Goal Arabia-სთვის სიმბოლური ნაკრები შეადგინა ყველა იმ მოთამაშისგან, ვისთანაც კარიერის განმავლობაში ერთ კლუბში მოუწია თამაში.
საინტერესოა სიაში უეინ რუნის ყოფნა, რომელსაც არც თუ დიდი ხნის წინ კრიშტიანომ „ვირთხა“ უწოდა. რა გასაკვირია, რომ ყველაზე მეტი წარმომადგენელი „რეალს“ ჰყავს, რომლის რიგებში თავად რონალდოსაც საუკეთესო წლები აქვს გატარებული და დიდი მიღწევებითაც მოიწონებს თავს.
რონალდოს სიმბოლური ნაკრები ყოფილი თანაგუნდელებისგან:
მეკარე: იკერ კასილიასი;
მცველები: მარსელო, ჯორჯო კიელინი, რიო ფერდინანდი, სერხიო რამოსი;
ნახევარმცველები: პოლ სქოულზი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი;
ფორვარდები: ქარიმ ბენზემა, უეინ რუნი, გარეტ ბეილი.
38 წლის პორტუგალიელი იანვრიდან „ალ ნასრიში“ გამოდის. მანამდე კი მოგეხსენებათ თამაშობდა „მანჩესტერში“, „იუვენტუსში“, „რეალსა“ და „სპორტინგში“.
asfdf
GIPHY App Key not set. Please check settings