in

ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზეა და მედლის შანსს ინარჩუნებს

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო 2022 წლის ევროპის ჩემპიონატმა ფიგურულ სრიალში.

ესაა ბოლო ტურნირი ზამთრის ოლიმპიადამდე, რომელსაც პეკინი უმასპინძლებს.

საქართველოს სახელით მოკლე პროგრამა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა წარადგინეს. მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 92.76 ქულა დაიმსახურა და ამ დროისთვის 34 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ნიკა ეგაძეს. 19 წლის სპორტსმენმა 63.60 ქულა დაიმსახურა და მოკლე პროგრამის შემდეგ 25-ე ადგილზეა. ფინალში თავისუფალი პროგრამით საუკეთესო შედეგის 24 მოციგურავე წარსდგება. შესაბამისად, ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ყვითელაშვილი კი, მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქუთაისის აიას ორი ფიჯელი მორაგბე შეუერთდა

ნინიაშვილი Top 14-ის ტურის სიმბოლურში