in

ყველა ნომინანტი: როდრიმ ლამის მთელ რეალს აჯობა – მადრიდში ქურდობაზე ლაპარაკობენ

პარიზში 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც „შატლეს“ თეატრმა უმასპინძლა.

„ოქროს ბურთი“ მამაკაცებს შორის მოიგო ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ, რომელმაც უკან ჩამოიტოვა მადრიდის „რეალის“ ერთბაშად სამი ფეხბურთელი: ვინისიუსი, ჯუდ ბელინგემი და დანი კარვახალი.

ოქროს ბურთი როდრის: აი რატომ ეკუთვნის

30 ნომინანტის საბოლოო რეიტინგი ასე გამოიყურება:

როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)
დანიელ კარვახალი (რეალი, ესპანეთი)
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი)
ლაუტარო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
ტონი კროოსი (დაასრულა კარიერა)
ჰარი კეინი (ბაიერნი. ინგლისი)
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი, გერმანია)
დანი ოლმო (ბარსელონა, ესპანეთი)
ადემოლა ლუკმანი (ატალანტა, ნიგერია)
ნიკო უილიამსი (ბილბაო, ესპანეთი)
გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი, შვეიცარია)
ფედერიკო ვალვერდე (რეალი, ურუგვაი)
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
მარტინ ედეგორი (არსენალი, ნორვეგია)
ჰაქან ჩალჰანოგლუ (ინტერი, თურქეთი)
ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)
ანტონიო რიუდიგერი (რეალი, გერმანია)
რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)
ვილიამ სალიბა (არსენალი, საფრანგეთი)
კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი)
დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი)
ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი, ესპანეთი)
არტიომ დოვბიკი (რომა, უკრაინა)
მატს ჰუმელსი (რომა, გერმანია)

ჯერ კიდევ ორშაბათსაც კი ბევრს ეგონა, რომ ჯილდოს ვინისიუსი წაიღებდა, მაგრამ მადრიდში ეტყობა ცოტა ხნით ადრე შეიტყვეს, რომ ასე არ იქნებოდა და ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადეს და პარიზში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს.
მეტიც, ვინისიუსს დაგეგმილი ჰქონდა წვეულება საფრანგეთის დედაქალაქში.
„რეალში“ ამ ფაქტს „უსამართლობად“ და „სამარცხვინოდ“ მიიჩნევენ და უვინისიუსობას „ისტორიული ქურდობა“ უწოდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთი როდრის: აი რატომ ეკუთვნის

ვინ წაიღო „ოქროს ბურთი“: ქალებში ისევ ბონმატი, აქეთ იამალი, კეინი, მბაპე, ანჩელოტი…