ფერენც პუშკაში გახდა ყველა დროის საუკეთესო აღმოსავლეთ ევროპელი ფეხბურთელი.
FourFourTwo-მა 32 ფეხბურთელისგან შემდგარი რეიტინგი ჩამოწერა და საუკეთესო აღმოსავლეთევროპელები ჩამოწერა. ცხადია სიაში ყველა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ალბათ 32 კაცში შეიძლებოდა რომელიმე ქართველი ფეხბურთელის შეყვანა – მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ჩივაძე, კალაძე… არჩევა ნამდვილად შეიძლებოდა.
მოკლედ ტოპ 15 ასეთი გამოვიდა:
- ფერენც პუშკაში, უნგრეთი.
- ლევ იაშინი, სსრკ.
- შანდორ კოჩიში, უნგრეთი.
- რობერტ ლევანდოვსკი, პოლონეთი.
- ლადისლაო კუბალა, უნგრეთი.
- იოზეფ მასოპუსტი, ჩეხოსლოვაკია.
- ანდრეი შევჩენკო, უკრაინა.
- ნანდორ ხიდეგკუტი, უნგრეთი.
- ფლორიან ალბერტი, უნგრეთი.
- იოჟეფ ბოჟიკი, უნგრეთი.
- ზოლტან ციბორი, უნგრეთი.
- გეორგი ჰაჯი, რუმინეთი.
- ხრისტო სტოიჩკოვი, ბულგარეთი.
- პეტრ ჩეხი, ჩეხეთი.
- ოლეგ ბლოხინი, სსრკ.
პაველ ნედვედი (ჩეხეთი) მე-17 გახდა, ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი) – მე-18.
საბჭოთა ფეხბურთელებიდან სიაში მოხვდნენ იგორ ნეტო, რინატ დასაევი, ალბერტ შესტერნევი, იგორ ბელანოვი.
GIPHY App Key not set. Please check settings