in

ყველაფერს გავაკეთებ, რომ თურქეთთან გოლი გავიტანო – ფოტო

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

გიორგი მიქაუტაძე:
“მოხარული ვარ აქ ყოფნით. ისტორია დავწერეთ და პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე.

ველოდებით თურქეთთან თამაშს. ვიცით, როგორ თამაშობს მეტოქე და ვემზადებით პირველი მატჩის მოსაგებად და ჩემპიონატის კარგად დასაწყებად.

გოლების გატანა მიყვარს და მზად ვარ პირველი თამაშისთვის. მჯერა, რომ მექნება გოლის გატანის შანსი. ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თურქეთთან სადებიუტო გოლი გავიტანო ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდათი და მოხუცით ესპანეთმა მარტივად მოიგო, ჩემპიონმაც გამარჯვებით დაიწყო

ბელინგემი კი კარგია, მაგრამ ინგლისი?.. პირველი ფრე და ნიდერლანდების გამოგლეჯილი გამარჯვება