ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული, სანახაობრივი შეხვედრა ვიხილეთ, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
პირველი ტაიმის საწყისი 20 წუთი „ნაპოლის“ იყო და 3 რეალური მომენტიც შექმნეს, რომელთაგან კვარაცხელიას ყველაზე მეტად საგოლე გახლდათ, თუმცა ხვიჩამ ნახევრად ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო.
საბოლოოდ, „მილანმა“ მე-40 წუთზე ბრაჰიმ დიასის შესანიშნავი თამაშით კონტრშეტევა წამოიწყო და ყველაფერი ბენასერის გოლით დასრულდა.
მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ ბურთზე კონტროლი დააწესა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. 74-ე წუთზე ანგისამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სპალეტის გუნდი 10 კაცით დარჩა.
მალევე ყვითელი მიიღო კიმმა და მომდევნო შეხვედრას კორეელიც გამოტოვებს, რაც „ნაპოლისთვის“ დიდი დანაკლისია.
ამრიგად, „დიეგო მარადონაზე“ დიდი მატჩი გველის, რომელიც შესაძლოა 90 წუთზე დიდხანსაც გაგრძელდეს. ყველაფერი ზუსტად 1 კვირაში გაირკვევა.
GIPHY App Key not set. Please check settings