in

ყველას გვახსოვს ბრწყინვალე საქართველო, მაგრამ მერე… რას წერენ უნგრელები ჩვენზე

უნგრულმა გამოცემამ, Nemzetisport-მა საქართველოს ნაკრებზე წერილი გამოაქვეყნა და გუნდის მდგომარეობა განიხილა.

ინტერესი გასაგებია – უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდები იქნებიან.

„ყველას ახსოვს საქართველოს ბრწყინვალე თამაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. თურქეთთან წაგების შემდეგ, ჩეხეთთან ფრედ ითამაშეს, შემდეგ კი პორტუგალია დაამარცხეს და ოთხი ქულით მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც საბოლოოდ ევრო 2024-ის გამარჯვებულ ესპანეთთან დამარცხდნენ.

მათ კარგად ითამაშეს შეტევაში, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთა ლიგაში ფორმა ვერ შეინარჩუნეს (ისინი B ლიგაში ჩეხეთისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდნენ), მაგრამ სომხეთთან პლეი ოფის მოგებით დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც ცუდად წარიმართა: გუნდმა ესპანეთისა და თურქეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და სამი ქულა დააგროვა, ისევე როგორც ბულგარეთმა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი ვილი სანიოლი, რომელმაც ფეხბურთელის რანგში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა“, – წერს გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გონებამახვილი და თავდაჯერებულია, სულ უფრო უკეთესი ხდება: მწვრთნელმა მიქაუტაძე შეაქო