in

ყველას ბოდიში, მაგრამ დამამცირა და მე ისევ ასე გავაკეთებდი: თუშიშვილი რინერთან ინციდენტზე

პარიზის ოლიმპიადაზე ცუდი რამ შეემთხვა ჩვენს ძიუდოისტ გურამ თუშიშვილს.
ის მეოთხედფინალში უძლიერეს ფრანგ ტედი რინერს გადაეყარა და დამარცხდა. თუშიშვილმა მედლის მოპოვების შანსი ტატამს მიღმა დაკარგა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც ჩვენიანს დისკვალიფიკაცია მისცეს და რეპეშაჟში მონაწილეობაც აუკრძალეს.

მომხდარ ინციდენტზე გურამ თუშიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა:

“ჩემი ემოციები ცოტა გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს ქომაგს, ვინც ჩემზე იმედებს ამყარებდა. ბოდიშს ვუხდი ჩვენს ფედერაციას და სამწვრთნელო შტაბს.
არის მომენტები, როცა სპორტსმენისთვის ხდება ისეთ რამ, რაც მიუღებელია. სპორტსმენი არ უნდა შეეხოს არცერთი სხვა სპორტსმენის თავმოყვარეობას. მე მისგან უბრალოდ ეგ ვიგრძენი. დამარცხებული ვიყავი და სიხარული დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა. შეეძლო ამდგარიყო და თავის გულშემატკივართან, საკუთარ ქვეყანაში გამოეხატა ბედნიერება. თუმცა, რაღაცნაირად, ცინიკურად, მარტო ჩემთან გამოხატა.
ვერ მოვითმინე. ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად, არ შეიძლება, მაგრამ მე ისევ ასე გავაკეთებდი. არანაირად არ ვახალისებ ჩემს მოქმედებას, სპორტსმენს თავშეკავება მოეთხოვება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წარუმატებელი ტრანსფერების რეიტინგი: დემბელე იწყებს

მესის კარიერის საუკეთესო ჰეთ-თრიკები