in

ყველაზე ძვირიანები ევრო 2024-ზე: ფეხბურთელებისა და გუნდების რეიტინგი – ხვიჩას გამო ბოლო არ ვართ, ლორია კი…

ევრო 2024-ის სტარტის წინ პროგნოზების გარდა ვითვლით ნაკრებების, ცალკეული მოთამაშეებისა თუ სუპერვარსკვლავების ფასებს.

ევრო 2024-ის ნაკრებები

Transfermarkt-ის მონაცემები, მლნ ევრო

მოცემულია შემადგენლობის საერთო ღირებულება და გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი

ინგლისი – 1520
ჯუდ ბელინგემი – 180

საფრანგეთი – 1230
კილიან მბაპე – 180

პორტუგალია – 1050
რაფაელ ლეაო – 90

ესპანეთი – 965.5
როდრი – 120

გერმანია – 851
ფლორიან ვირტცი – 130

ნიდერლანდები – 775
ხავი სიმონსი – 80

იტალია – 705.5
ნიკოლო ბარელა – 80

ბელგია – 584.5
ჟერემი დოკუ – 65

დანია – 415.5
რასმუს ჰოილუნდი – 65

უკრაინა – 379
ალეკსანდრ ზინჩენკო – 38

ხორვატია – 327.7
იოშკო გვარდიოლი – 75

თურქეთი – 324.1
ჰაკან ჩალხანოღლუ – 45

სერბეთი – 313.4
დუშან ვლაჰოვიჩი – 65

შვეიცარია – 281.5
მანუელ აკანჯი – 45

ავსტრია – 237
კონრად ლაიმერი – 30

პოლონეთი – 210.3
იაკუბ კივერი – 30

შოტლანდია – 207.4
სკოტ მაკტომინეი – 32

ჩეხეთი – 185.9
ტომაშ სოუჩეკი – 30

უნგრეთი – 165.4
დომიკი სობოსლაი – 75

საქართველო – 161
ხვიჩა კვარაცხელია – 80

სლოვაკეთი – 156.4
დავიდ განცკო – 35

სლოვენია – 141.5
ბენიამინ შეშკო – 50

ალბანეთი – 111.6
არმანდო ბროია – 22

რუმინეთი – 92.1
რადუ დრეგუშინი – 25

ტურნირის უძვირესი გუნდია – ინგლისი: 1.5 მილიარდი ევრო, რომელიც საფრანგეთს თითქმის 300 მილიონით უსწრებს – 1.2 მილიარდი. მესამე მილიარდერია პორტუგალია, რომელსაც ბევრი ძვირად ღირებული მოთამაშე ჰყავს და ამით იგებს.

მილიარდამდე ცოტა დააკლდა ესპანეთს. აი გავი რომ წაეყვანათ (90 მლნ)… ნიდერლანდელებიც უფრო წინ იქნებოდნენ ფრენკი დე იონგი (70 მლნ) და ტენ კოპმეინერსი (50 მლნ) რომ არ დამტვრეოდათ.

საქართველო ამ შემთხვევაში ბოლო აღარ არის და ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელიც მთელი გუნდის ღირებულების ნახევარია. მისი წყალობით ჩვენები ოთხ გუნდს უსწრებენ.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები

ჯუდ ბელინგემი – 180 – რეალი
კილიან მბაპე – 180 – რეალი
ფილიპ ფოდენი – 150 – სიტი
ბუკაიო საკა – 140 – სრსენალი
ფლორიან ვირტცი – 130 – ბაიერი
დეკლან რაისი – 120 – არსენალი
ჯამალ მუსიალა – 120 – ბაიერნი
როდრი – 120 – სიტი
ედუარდო კამავინგა – 100 – რეალი
ჰარი კეინი – 100 – ბაიერნი
რაფაელ ლეაო – 90 – მილანი
ლამინ იამალი – 90 – ბარსელონა
ხვიჩა კვარაცხელია – 80 – ნაპოლი
ხავი სიმონსი – 80 – პსჟ
რუბენ დიაში – 80 – სიტი
პედრი – 80 – ბარსელონა
ნიკოლა ბარელ – 80 – ინტერი
უილიამ სალიბა – 80 – არსენალი
კოულ პალმერი – 80 – ჩელსი

ორი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი „რეალს“ ეკუთვნის.
რა თქმა უნდა, ჯუდ ბელინგემი და კილიან მბაპე.
ტოპ 20-ში 6 ინგლისელია, 4 ფრანგი, 3 ესპანელი, ორი გერმანელი და პორტუგალიელი, თითო ჰყავთ ნიდერლანდებს, იტალიას და… საქართველოს.

ძვირიანებიდან 4 ფეხბურთელი „რეალისაა“, 3-3 „სიტის“ და „არსენალის“. 2 წარმომადგენელი ჰყავთ „ბაიერნს“ და „ბარსას“.

სამწუხაროა, რომ ევროს ყველაზე იაფი ფეხბურთელი გიორგი ლორია გახლავთ – სულ რაღაც 25 ათასი. თუმცა ასაკის (38 წელი) და სათამაშო მდგომარეობის გათვალისწინებით ეს ბუნებრივიცაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროს ფავორიტი გერმანია ყოფილა, გამოთვალეს და საქართველო აქაც ბოლოა

ვიდეო: საქართველო აქტიურად ემზადება, ვარჯიშები ძლიერდება – ამერიკელები ჯერ უკონტაქტოდ არიან