in

ყველაზე ძვირადღირებულები მსოფლიოში: მესი და რონალდო სიაში აღარ არიან

ბრიტანული გამოცემა “The Sun” ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სიას აქვეყნებს, რომელშიც ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო არ არიან. ამის მიზეზი ორი ფაქტორით იხსნება. 1) გამოცემა დუეტს უფრო მაღალ პედესტალზე განიხილავს და ამ სიაში შეგნებულად არ მოახვედრა. 2) მათი ასაკი. არგენტინელიც და პორტუგალიელიც ძვირადღირებული ღვინის მსგავსად ასაკის მატებასთან ერთად ხარისხს არ კარგავენ, პირიქითაც კი, თუმცა, როდესაც საფეხბურთო ბიზნესზე ვსაუბრობთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს აგენტები, ასაკი, კონტრაქტის ხანგრძლივობა და ა.შ. შესაბამისად, კარიერისპიკგადავლილი მოთამაშეები პირობით სიებს ემშვიდობებიან, თუმცა მოედანზე მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი დიდად არ იცვლება.

ბრიტანული გამოცემის სათავეში კილიან მბაპეა, რომლის ფასიც 175 მილიონი გირვანქაა. 23 წლის ფრანგმა, მიუხედავად უამრავი სპეკულაციისა, პსჟ-თან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი (2025 წლამდე) და მისი წლიური ხელფასი 50 მილიონი იქნება.

მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის“ შემტევი, ვინისიუს ჟუნიორია, რომლის გოლითაც სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ დაამარცხა.

მესამეზე აწ უკვე, „სიტის“ ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდია. ნორვეგიელი გოლების მანქანა გვარდიოლას გუნდმა 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 29 გოლის გატანა მოახერხა.

4) „ბარსელონას“ მოთამაშე პედრი, რომელიც უკვე მეორე სეზონია პრატქიკულად შეუსვენებლად ასპარეზობს. შარშანდელ სეზონში მან რეკორდი დაამყარა, 70 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

5) ჯუდ ბელინგემი, რომლის შენარჩუნებაც „დორტმუნდს“ ძალიან გაუჭირდება.

6) ფილ ფოდენი – გვარდიოლას თქმით, ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთანაც უმუშავია.

7) ფრენკი დე იონგი – აქტიურად იწერება მისი „ბლაუგრანადან“ აბარგების შესახებ. კატალონიური კარიერა ჯეროვანი ნამდვილად არ აქვს, თან უკვე 25 წლისაა.

8) ლუის დიაში – მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა. კოლუმბიელი „ლივერპულს“ იანვარში შეუერთდა და მის ლექსიკონში სიტყვა აკლიმატიზაცია არ იძებნება.

9) რუბენ დიაში – მისი არყოფნისას „სიტიმ“ ქულა-ქულაზე კარგა და პრემიერლიგის ჩემპიონობა ბოლო ტურში მოიპოვა. 24 წლის ცენტრალური მცველი პრემიერლიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

10) ფერან ტორესი – „ბარსამ“ ტორესი იანვარში შეიძინა და 25 მატჩში 8 გოლს 7 ასისტიც წაუმატა. რამდენად იმსახურებს სიის 10-ეულში ყოფნას ცალკე საკითხია, თუმცა 22 წლისაა და საკვანძო ფაქტორი, სწორედ ესაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დრაჟენ პეტროვიჩი – კალათბურთის მოცარტის დაღუპვიდან 29 წელი გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამი ფინალის მასპინძელი სტადიონი ცნობილია