ფერნანდო ტორესის გაყიდვა „ჩელსიში“ იანვრის ყველაზე ცუდ ტრანსფერებში მოხვდა.
FourFourTwo-მა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისური კლუბების ჩავარდნილი გარიგებების რეიტინგი შეადგინა.
ათეულში მოხვდნენ:
- სავიო ნსერეკო, „ბრეშიადან“ „ვესტ ჰემში“ 9 მლნ ფუნტად 2009 წელს.
- ფერნანდო ტორესი, „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ 50 მლნ ფუნტად 2011 წელს და ენდი ქეროლი „ნიუკასლიდან“ „ლივერპულში“ 35 მლნ ფუნტად იმავე წელს.
- კონსტანტინო მიტროღლუ, „ოლიმპიაკოსიდან“ „ფულჰემში“ 12,4 მლნ ფუნტად 2014 წელს.
- გიდო კარილიო, „მონაკოდან“ „საუთჰემპტონში“ 19,1 მლნ ფუნტად 2018 წელს.
- ალფონსო ალვეში, „ჰერენვენიდან“ „მიდლსბროში“ 12,5 მლნ ფუნტად 2008 წელს.
- კრისტოფერ სამბა, „ანჟიდან“ „ქუინს პარკ რეინჯერსში“ 12,5 მლნ ფუნტად 2013 წელს.
- ბენი მაკარტი, „ბლექბერნიდან“ „ვესტ ჰემში“ 2,25 მლნ ფუნტად 2010 წელს.
- ჟან-ალენ ბუმსონგი, „რეინჯერსიდან“ „ნიუკასლში“ 8 მლნ ფუნტად 2005 წელს.
- ჟან მაკუნი, „ლიონიდან“ „ასტონ ვილაში“ 6,2 მლნ ფუნტად 2011 წელს.
- ალექსის სანჩესის („არსენალი) გაცვლა ჰენრიხ მხითარიანზე („მანჩესტერი“) 2018 წელს.
GIPHY App Key not set. Please check settings